პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსის ტერიტორიაზე დაეშვა

27 ივნ 2023

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მინსკის მახლობლად სამხედრო აეროდრომზე დაეშვა.

18 წუთის შემდეგ კი, ამავე აეროდრომზე დაჯდა სანქტ-პეტერბურგიდან გამოფრენილი კიდევ ერთი თვითმფრინავი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია 24 ივნისის შემდეგ, როცა მან მოსკოვისკენ „ვაგნერელების“ მსვლელობა შეაჩერა.