ხვიჩა კვარაცხელიას გოლი იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა

23 ივნ 2023

იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ატალანტას" კარაში გატანილი გოლი დასახელდა.

იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ატალანტასთან", ქართველმა ფეხბურთელმა ცრუ მოძრაობებით რამდენიმე მოთამაშე ჩამოიშორა  და წინააღმდეგობის მიუხედავად გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ რომ "ნაპოლიში" სადებიუტო სეზონში ხვიჩა 3-ჯერ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონატის ბოლოს კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა.

ქართველის კლუბმა 33 წლის შემდეგ იტალიის სერია A-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.