ვასილ ტროფიმოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა

23 ივნ 2023

ვასილ ტროფიმოვის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. საექსპოზიციო სივრცეში მხატვრის 20-მდე ნამუშევარი გამოიფინა. 

ნახატების გარდა დამთვალიერებელი ასევე ნახავს, მხატვრის პირად ნივთებს - ქუდს, სათვალეს, პალიტრასა  და ფუნჯებს. ასევე მხატვრის ვაჟიშვილის, ოლეგ ტროფიმოვის მიერ დაწერილ წიგნს- მამის ბიოგრაფიას.

მხატვარ ვასილ ტროფიმოვის ოჯახმა მუზეუმს  ფონდისთვის  პირადი ნივთები საჩუქრად გადასცა, მათ შორის მხატვრის ავტოპორტრეტიც.