მექსიკაში მასშტაბური ავარია მოხდა

22 ივნ 2023

ხუთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა მექსიკაში მასშტაბური ავტოკატასტროფის შედეგად. დაშავებულებს შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტი ქალაქ ტეპატიტლანთან  მოხდა. ერთმანეთს 16 სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.