უკრაინულ ძალებს წარმატებული კონტრშეტევისთვის ყველა საჭირო საშუალება აქვს - პენტაგონი

21 ივნ 2023

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინულ ძალებს აქვთ საჭირო საშუალებები, რათა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ. სინგის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლები რთული იქნება და ამას დრო დასჭირდება.

აშშ-ი დარწმუნებულია, რომ უკრაინელებს აქვთ ყველაფერი ამ ბრძოლის მოსაგებად- საბრძოლო ძალა და კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატების უნარიც. საბრინა სინგი ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე დანაკარგები ომის სამწუხარო ნაწილია. მ

ანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ნაადრევად მიიჩნია დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მიმდინარე ომში.