საქართველო შოტლანდიის მატჩი უამინდობის გამო შეწყდა

20 ივნ 2023

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებს შორის უამინდობის გამო შეწყდა.

გლაზგოში მიმდინარე მატჩი მე-8 წუთზე ძლიერი წვიმის გამო 20 წუთით გადაიდო.

მე-7 წუთზე კი საქართველოს ნაკრების კარში გოლი მაკგრეგორმა გაიტანა და შოტლანდია დააწინაურა.

თუ მატჩი დღის განმავლობაში განახლდება ანგარიში უცვლელი დარჩება, თუმცა გადათამაშების შემთხვევაში შეხვედრა თავიდან დაიწყება.