ახალი სპექტაკლი ხულოს თეატრში

20 ივნ 2023

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის რეპერტუარს კიდევ ერთი ახალი სპექტაკლი ემატება.თეატრალური დასის ოთხი  წევრის მონაწილეობით   სლავიმორ მროჟეკის ,,კაროლი“ სამაგიდო რეპეტიციებს ატარებს.მალე დაიწყება სასცენო რეპეტიციებიც. თეატრალური წარმოდგენა მაყურებლისთვის ივლისის დასაწყისში გაიმართება.