ჩემპიონთა ლიგაზე "დინამო" თბილისის მეტოქე ცნობილია

20 ივნ 2023

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი დინამო თბილისი პირველ ეტაპზე ყაზახეთურ ასტანას დაუპირისპირდება.

მატჩები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება. თბილისელები პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებენ.