ტანვარჯიშის მწვრთნელი ნადეჟდა სარჯველაძე გარდაიცვალა

19 ივნ 2023

მწვრთნელი, მსაჯი, სპორტის ოსტატი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე ტანვარჯიშში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ნადეჟდა სარჯველაძე. ის 50 წელზე მეტი  მუშაობდა ბათუმის ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში მწვრთნელ პედაგოგად. მის მიერ აღზრდილი ტანმოვარჯიშეები ყოველთვის იყვნენ საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში, გაზრდილი ჰყავს მრავალი სპორტის ოსტატი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები.