უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო

19 ივნ 2023

მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი. კერძოდ, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გასული წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.