შეიარაღებულ დაპირისპირებას 15 წლის პალესტინელი ემსხვერპლა

19 ივნ 2023

სამი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ერთი მოზარდი და 29  დაშავდა მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე სასტიკი შეტაკების დროს. სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს  შეიარაღებულ ბოევიკებს. ისრაელის ხუთი ჯარისკაცი დაშავდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამ გარდაცვლილს შორის ერთი 15 წლის მოზარდია.

უცნობია, იყო თუ არა რომელიმე დაღუპული პალესტინის შეიარაღებულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული.