ილინოისში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

19 ივნ 2023

ერთი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა ჩიკაგოს მახლობლად  სროლის შედეგად. შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ილინოისის შტატში  ავტოსადგომზე ათობით ადამიანი დღესასწაულზე ე.წ. ჯუნეტზე შეიკრიბა, რომელიც აშშ-ში ფედერალური დღესასწაულია და იგი შავკანიანი ამერიკელების ემანსიპაციას ეძღვნება.

პოლიცია დანაშაულის მოტივებსა და თავდამსხმელთა რაოდენობას ჯერჯერობით ვერ ასახელებს.