ავარიული დაზიანების გამო, ბათუმში 8000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

19 ივნ 2023

მილის ავარიული დაზიანების გამო, ძველი ბათუმის დასახლებას მელიქიშვილის ქუჩამდე გაზი არ მიეწოდება.

"სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" ინფორმაციით, დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 8000-მდე აბონენტს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და გაზი 12:00 საათიდან დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაირთვება.