სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა

17 ივნ 2023

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია.

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში სანდრომ უნგრელი ანდრაშ სტამარი 15-11 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში.

ბაზაძე უკვე ზედიზედ მე-12 ტურნირია  კვარცხლბეკზე ასვლას აგრძელებს .
ქართველი ასევე ბოლო პერიოდის უცვლელი პირველი ნომერია მსოფლიოს ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში.