საქართველოს ნაკრები დღეს კვიპროსს დაუპირისპირდება

17 ივნ 2023

დღეს, კვიპროსის ნაკრები ლარნაკას „აეკ არენაზე“ საქართველოს უმასპინძლებს. ამ გუნდებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ გამარჯვება არ აქვთ.

მარტში კვიპროსი შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა, საქართველოს ნაკრები კი ბათუმში ნორვეგიას დაუზავდა – 1:1.

საქართველოს ნაკრები კვიპროსს აქამდე 6-ჯერ შეხვდა და ბალანსი უარყოფითია: 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. საქართველოს ნაკრებს სტუმრად 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ბოლო გასვლითი მარცხი იყო 2021 წლის 8 სექტემბერს, ტესტ-მატჩში ბულგარეთთან. კვიპროსის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო და 2 წააგო, 1 ფრე. მატჩი დღეს 22:45 საათზე დაიწყება.