სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

16 ივნ 2023

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ გურჯაანში.

მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები ქვა-ღორღისა და მოგლეჯილი ხეებისგან სავალ გზებს წმენდენ. საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

ამჟამინდელი ვითარება კი ასეთია: დატბორილია სახლები, აფთიაქები და მაღაზიები.