პოლიციამ, კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

14 ივნ 2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ  ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს დღეს დილით  უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.