თეთრ სახლში სტოლტენბერგმა და ბაიდენმა უკრაინაზე ისაუბრეს

14 ივნ 2023

ნატოს გენერალური მდივანი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში  პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და აშშ-ის ლიდერს განუცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინელების ფრონტის ხაზზე დაწინაურების მიუხედავად ჯერ კიდევ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ კიევის კონტრშეტევა რუსულ ძალებს  მოკლე დროში აიძულებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასვლას.

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს ალიანსი ლიეტუვის  დედაქალაქ ვილნიუსში ლიდერთა სამიტისთვის ემზადება, რომელზეც   უკრაინის შემდგომ პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე შეთანხმდებიან.