სანადირო თოფით მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13 ივნ 2023

თბილისში სანადირო თოფით მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, ბრალდებულმა ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს. 

დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.