დიდთოვლობის შედეგები

17 თებ 2017

შუახევისა და ხულოს  მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით აკრძალულია გადაადგილება. გზებზე არსებული ლიპ-ყინულის გამო შუახევისა და ხულოს  მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხუთივე მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.