ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის მე-15 სართულიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა

11 ივნ 2023

ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის მე-15 სართულიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში დაზარალებულს კლინიკა ''ბაუში'' ოპერაცია უტარდება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.