საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

11 ივნ 2023

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. 

საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთი 14:7 დაამარცხა და ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 7-კაცა  მორაგბეთა ნაკრები ფინალში აქამდე ერთჯერ 2002 წელს იყო და მაშინ პორტუგალიასთან დამარცხდა.

საფინალო შეხვედრა 11 ივნისს 22:45 საათზე დაიწყება.