ისტორიაში პირველად მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო

10 ივნ 2023

მანჩესტერ სიტი ისტორიაში პირველად ჩემპიონათა ლიგის გამარჯვებულია.

სტამბოლში გამართულ ფინალში სიტი მილანის ინტერს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე როდრიმ გაიტანა და კლუბს ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა.