საქართველოს თასის შედეგები ცნობილია

09 ივნ 2023

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედ და მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მეორე ეტაპზე წარმატებულ გუნდებს მეთექვსმეტედფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 12 კლუბი დაემატა. დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 22-23 ივლისს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასულ 12 გუნდს მერვედფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები - დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, გორის დილა და ქუთაისის ტორპედო შეუერთდებიან. წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 29-30 ივლისს ჩატარდება.