13 ივნისამდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - გარემო

09 ივნ 2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

მათვე ცნობით, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.