სავარაუდო ძალადობა სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე 

06 ივნ 2023

პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ბავშვებზე სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.  საგამოძიებო უწყებას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ამ წუთებში გამოკითხვაზეა პოლიციაში.  

გამოცემა ,,ბათუმელების“ ინფორმაციით, საუბარია 7-დან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ.