პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

05 ივნ 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაიევს შეხვდა.პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.