უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკში საარტილერიო ცეცხლმა 2 ადამიანი იმსხვერპლა

05 ივნ 2023

რუსეთის საზღვართან ახლოს უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკის დაბომბვისას  ორი ადამიანი დაიღუპა. საკუთარი სახლების წინ აფეთქებულმა ჭურვებმა ორი ქალი იმსხვერპლა.

კვირას მოსკოვის წინააღმდეგ მებრძოლმა  პრო-უკრაინულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მან რამდენიმე რუსი ჯარისკაცი აიყვანა ტყვედ  რუსეთის  საზღვრისპირა რაიონში. რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა ეს განცხადება ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეჭრის შემდეგ.

რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა  რუსეთის თავისუფლების ლეგიონის მებრძოლებთან ერთად,  პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების სერიაზე. უკრაინა უარყოფს უშუალო მონაწილეობას საზღვრისპირა  თავდასხმებში.