ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

04 ივნ 2023

ძმის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ გაიმართა.

დაცვის მხარე დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას, პროკურორი კი მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.