პრემიერი თურქეთში ოფიციალურ მიღებას დაესწრო

04 ივნ 2023

ერდოღანის მმართველობის ახალი 5 წლის ათვლა დაწყებულია. პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ცერემონია, რომელსაც 78 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

15 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, თურქეთში ჩავიდა სომხეთის ლიდერიც.

ოფიციალურ მიღებას დაესწრო საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად.