ხმაური და დაკავებები ბათუმში - ევროპის მოედანზე

03 ივნ 2023

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება" - სოლიდარობის აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველებმა აიყვანეს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ცნობილია, რომ დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები და არასრულწლოვნები.

რას ედავება მათ ძალოვანი უწყება - შსს-ს პასუხს ველოდებით.

რაც შეეხება დაკავების მიზეზს, როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, ისინი ბანერებზე განთავსებული წარწერების გამო დააპატიმრეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დასაცავია.