დასაქმების ფორუმი სტუდენტებისთვის 

02 ივნ 2023

ბსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშესაწყობად ფორუმს მართავს. სტუდენტებს საშუალება აქვთ კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღონ და გასაუბრებაც ფორუმის მსვლელობისას გაიარონ. 

ფორუმში 40-მდე დამსაქმებელი მონაწილეობს,რომლებიც რამდენიმე ასეულ ვაკანტურ პოზიციას წარმოადგენენ. უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, გასულ წლებში კურდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 70 პროცენტია, რასაც მსგავსმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი.