უკრაინაში რუსეთში დეპორტირებული 371 ბავშვი დააბრუნეს

31 მაი 2023

უკრაინის პრეზიდენტის  თქმით, უკრაინაში დაბრუნდა 371 ბავშვი, რომლებიც ომის პერიოდში რუსეთში იყვნენ დეპორტირებულები. ამის შესახებ ზელენსკიმ  უკრაინაში ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნისას განაცხადა.

უკრაინაში ამუშავებულია გეგმა - დააბრუნეთ ბავშვები უკან უკრაინაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოქმედებს, რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დასაბრუნებლად. 

"პირველი ნაბიჯი გადადგმულია - 371  ბავშვი სახლშია, უკრაინაში" - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით,  რუსეთის ძალებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან  20 ათასამდე ბავშვი  წაიყვანეს.