მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი

31 მაი 2023

ოთხი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაციისთვის ქობულეთის მერიამ პროექტი შეიძინა, რისთვისაც მალე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.    

პირველ ეტაპზე დაგეგმილია, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირის 1 და 3, ასევე მემედ აბაშიძის 4 და 6 ნომერში არსებული კორპუსების რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით,  კორპუსების ფასადები გარემონტდება. სამუშაოებისთვის, 700 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.