მადრიდში წყალდიდობის გამო მეტროსადგური დაიტბორა

30 მაი 2023

ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა ესპანეთის დედაქალაში. მადრიდში წყლით დაიფარა სარდაფები და  მეტროსადგური. დატბორილი მეტროს ვიდეოკადრები სოციალური მედიაში ვრცელდება.

მადრიდში წყალდიდობის გამო შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.

წყლით დაიფარა ერთ-ერთი მთავარი ავტომაგისტრალი, ადიდებულმა წყალმა გაიტაცა რამდენიმე ავტომობილი. მსხვერპლის შესახებ არაფერია ცნობილი.

კვირის დასაწყისში ესპანეთის ხელისუფლებამ მოსალოდნელი სტიქიის გამო დახურა სკოლები და უნივერსიტეტები.