საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძის და რომ გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს

29 მაი 2023

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ხატია დეკანოიძის და რომ გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.