რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა

29 მაი 2023

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს (YSK) ხელმძღვანელის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით,  მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 52.14 % მეტი მიიღო. 

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა. არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ მონაწილეობას.