ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია

27 მაი 2023

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს გზის მარცხენა მხარეს, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთამდე.

ამ ეტაპზე სამუშაოები უკვე დასრულდა გზის მარჯვენა მხარეს, შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები. დაიგო დეკორატიული ფილები.

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონ 688 ათას 888 ლარი დაიხარჯა.