„არსიანის“ სოლო კონცერტები

27 მაი 2023

„საუკუნოვანი ისტორიით'' - ამ სახელწოდებით აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ სოლო კონცერტებს აგრძელებს. 

ანსამბლი დღეს 19 საათზე ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგება, ღონისძიება დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება.