სახურავების შეცვლის პროგრამა

17 მაი 2016

თანადაფინანსების პრინციპით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში დაზიანებული კორპუსების სახურავები გადაიხურება. ამ დროისათვის სამუშაოები ნონეშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 38 ათას ლარია. პარალელურად გადახურვა 4 მისამართზე ხორციელდება. ამ ეტაპზე დასრულებულია 2 საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთება. ტენდერი კიდევ 7 ობიექტზეა გამოცხადებული. სამუშაოების ღირებულების 97%-ს მერია, ხოლო 3%-ს მესაკუთრეები ფარავენ. პროგრამის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო.