განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

24 მაი 2023

დაკავებულია ადამიანი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული და გარდაცვლილი ახლობლები იყვნენ.

მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა საგარეჯოში მოხდა.