თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უცხოეთში მცხოვრებმა 1,7 მილიონმა თურქმა მიიღო მონაწილეობა

24 მაი 2023

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ოფიციალური მონაცემებით,  თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უცხო ქვეყნებში მყოფმა 1,7 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

კენჭისყრის  პროცესი უცხოეთში განლაგებულ თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე 20 მაისს დაიწყო.

ამ ეტაპზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მილიონ 733 ათას 940-მა ამომრჩეველმა.

ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დღეს დასრულდება, ხოლო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ხმის მიცემა 28 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

მეორე ტურში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.