ზელენსკიმ საზღვაო ქვეითები დააჯილდოვა

23 მაი 2023

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. მან ჯარისკაცებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითთა დღე მიულოცა.

''დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!“- დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვაო ქვეითებს სახელმწიფო ჯილდოებიც გადასცა.