ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი - დაკავებულია 2 პირი

23 მაი 2023

ტაქსის მძღოლის მკვლელობის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული. შემთხვევა მარნეულში მოხდა. 

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა,  რომ ბრალდებულებმა ტაქსის მძღოლი მოკლეს, ცხედარი ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს, კვალის დაფარვის მიზნით კი ავტოფარეხში მანქანის ნაწილებად დაშლა დაიწყეს. 

დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.