ბათუმის "შავი ზღვის ბიჭები" საქართველოს თასის გამარჯვებულია

22 მაი 2023

ხელბურთის კლუბი ბათუმის "შავი ზღვის ბიჭები" საქართველოს თასის მფლობელია.

თბილისის ოლიმპიური სპორტის სასახლის დარბაზში იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის ფინალში "ბსბ"-მ "პეგასი" დაძაბულ ბრძოლაში 3 ბურთის სხვაობით 26:23 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.