მკვლელობა გურჯაანში - ბრალდებული დაკავებულია

21 მაი 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.