ტურიზმის გამოფენა

20 მაი 2023

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა გრძელდება. სპორტის სასახლეში 6 ქვეყნის 85 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის პროდუქციაა წარმოდგენილი.

მათ შორისაა სასტუმროები,კვების ობიექტები,ტურისტული და სადაზღვევო კომპანიები.

დაგეგმილია მასტერკლასებიც. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და ის 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.