პირველკლასელთა ადგილების დეფიციტი სკოლებში

18 მაი 2023

პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება, ჯერ კიდევ ორი ეტაპია წინ, თუმცა უკვე ცნობილია,რომ ბათუმში ზოგიერთ სკოლაში ადგილები უკვე აღარ არის. ასეთი არც თუ ისე ცოტაა.ამჯერადაც ჩამონათვალში ე.წ-ლი მოთხოვნადი სკოლებია. ეს კი იმის ნიშანია,რომ მშობლები შვილების სკოლაში შეყვანას,მანამდე კი რეგისტრაციას ვერც წელს შეძლებენ სიძნელეებისა და, ალბათ, ნერვიულობის   გარეშე.