20-20 წლიანი პატიმრობა გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულებს

18 მაი 2023

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი ბრალდებები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ასევე ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.