პირველკლასელთა ადგილების დეფიციტი სკოლებში

18 მაი 2023

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი გახანგრძლივდა და საბუთების შეტანის ვადა 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. მიზეზი “ზოგადი განათლების კანონში“ შეტანილი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობა იმათაც აქვთ, ვისაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

მეორე ეტაპზე მოსწავლეების და-ძმები, თანამშრომელთა ოჯახის წევრები და ტყუპები რეგისტრირდებიან. საყოველთაო რეგისტრაცია კი 8 ივნისს დაიწყება, თუმცა სკოლების ნაწილში ადგილების დეფიციტზე უკვე საუბრობენ.

აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩება სკოლის მიღმა.